გორი - ქალაქი მდინარეთა შორის

ნიკოლოზ ნიკო კეცხოველის სახელობის გორის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა გადაწყვიტეს განეხორციელებინათ საველე სასწავლო პროექტი მდგრადი განვითარების მე-6 მიზნიდან "სუფთა წყალი და სანიტარია" გამომდინარე ქალაქ გორის ჰიდროგრაფიული ქსელის მონახულება და შეძლებისდაგვარად კვლევა სახელწოდებით - "ქალაქი მდინარეთა შორის".

მიმდინარე წლის 23 თებერვალს, ეკოკლუბის წევრები ხელმძღვანელთან და დამხმარე მასწავლებელთან ერთად გაემართნენ მდინარე მეჯუდისა და ტორტლას მარშრუტზე. ეკოკლუბის წევრებმა ადგილზევე განსაზღვრეს მდინარე ტორტლას დასაწყისი გორის ვაკეზე, ის უშუალოდ ქალაქში შემოდის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ტორტლას სანაპიროების დათვარიელების შემდეგ მოსწავლეები გაემართნენ მდინარე მეჯუდისკენ. მდინარე მეჯუდა უფრო დიდი მდინარეა ვიდრე მდინარე ტორტლა. ტორტლა უერთდება მეჯუდას. მას აქვს მკაფიოდ გამოხატული ჭალა, ხოლო, რაც შეეხება უშუალოდ მდინარის ეკოსისტემას, მასში გავრცელებულია სხვადასხვა სახეობის თევზები და მდინარის ფეხსახსრიანთა წარმომადგენლები, კერძოდ კიბორჩხალებისა და კიბოსნაირების სხვადასხვა სახეობა. მდინარე მეჯუდაზე რამდენიმე ხიდია გადებული, მდინარე მეჯუდა თავისმხრივ უერთდება მდინარე ლიახვს. საველე მარშრუტი გაგრძელდა 25 თებერვალს, ეკოწევრებმა მოინახულეს მდინარე მეჯუდის და ლიახვის შესართავი, კარგად ჩანდა მეჯუდის ორივე სანაპიროზე განვითარებული ჭალა.

მდ მეჯუდა მიედინება ახალგორისა და გორის მუნიციპალიტეტებს შორის, სათავე აქვს ხარულის ქედის დასავლეთ კალთაზე 1940 მეტრზე ზღვის დონიდან, სიგრძე 46 კმ; აუზის ფართობი 651 კმ2 საზრდოობს თოვლით, წვიმით, მიწისქვეშა წყლით. წყალიდიდობა გაზაფხულზე, დანარჩენ დროს კი არამდგრადი წყალმცირობა ახასიათებს, მაგალითად მოსახლეობას კარგად ახსოვს 1987 წლის ივნისის წყალდიდობა, როდესაც მდინარის წყალი მასზე გადებულ ხიდებზე გადადიოდა. საშუალოდ წლიური ხარჯი მდინარე მეჯუდისა არის 6.5 მ3 წმ-ში. მდინარეს ქვემოდინებაში იყენებენ სარწყავად ის არცთუისე შორეულ წარსულში რწყავდა 1400 ჰექტარ მიწას. ეკოწევრები გაემართნენ მდინარე მეჯუდისა და მისი სანაპიროების დასათვარიელებლად მდინარე მეჯუდა დახვდათ არცთუისე მღვრიე, ხოლო მის სისუფთავეზე დასაკვირვებლად ბოთლით სინჯი აიღეს. მდინარე მეჯუდას გააჩნია თავისი ეკოსისტემა, მასში მობინადრე თევზები მდინარეში საკმაოდ ბევრია კკიბორჩხალებიც და კიბოსნაირებიც. სამწუხარო ფაქტია, რომ მდინარის სანაპიროები დაბინძურებულია, წინა დღის წვიმების მდინარის კალაპოტის ფერდობები საკმაოდ სრიალა და ტალახიანი აღმოჩნდა რის გამოც ამ დღეს ვერ შეძლეს დასუფთავების აქციის ჩატარება ეკოწევრებმა. მდინარე ეჯუდის ერთი სანაპირო კეთილმოწყობილია, თუმცა ყურადღებას იქცევს მარჯვენა სანაპირო, რასთან დაკავშირებითაც ეკოწევრებმა გადაწყვიტეს ქალაქის მერიას მიაკითხო და ერთად განიხილონ ეს საკითხი.

მდ. ტორტლა სათავეს იღებს ხარულის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მთისწინების ზონაში . ძირითადად საზრდოობს წვიმის და თოვლის ნადნობი წყლებით. მთისწინების ზონიდან გამოსვლის შემდეგ მდინარის საზრდოობაში ერთვება მიწისქვეშა წყლები. წყალდიდობა (კალაპოტში წყლის დონის მნიშვნელოვანი აწევა) ახასიათებს აპრილის. ბოლოს და მაისის პირველ ნახევარში, როდესაც მთაში თოვლი იწყებს ინტენსიურ დნობას და ამას ემატება გაზაფხულის ინტენსიური წვიმა. მდინარეს არ აქვს მკაფიოდ გამოხატული ჭალა, განსაკუთრებით ვაკეზე გამოსვლის შემდეგ. მდინარის კალაპოტი ჩაჭრილია რბილ ქანებში, რაც იწვევს გორის ვაკეზე მდინარის მნიშვნელოვან კლაკნილობას. მდინარის კალაპოტის აგებულებაში თიხიანი ქანების მონაწილეობის გამო მდინარის წყალი სიმღვრივით გამოირჩევა. სავარაუდოა აქედან წარმოსდგა მდინარის სახელწოდება - "ტურტლა", რაც მოგვიანებით "ტორტლა" შეცვალა. მცდარია მისი ახლანდელი სახელწოდება "თორთლა". იგი უერთდება მდ. მეჯუდას მარცხენა მხრიდან გორის ვაკეზე. მდინარე ტორტლას ნაპირების მონახულებისას ეკოწევრებს ხშირად ეფლობოდათ ფეხი თიხნარ ნიადაგში, ფეხსაცმელი უცურავდათ, ამიტომ უშუალოდ მდინარის ნაპირებზე დაყრილი ნაგვის დასუფთავება ვერ შეძლეს უსაფრთხოებიდან გამომდინარე. აიღეს მდინარის წყლის ნიმუში შემდეგი დაკვირვებებისთვის.

მდ.დიდი ლიახვის სათავე იწყება ორი ტოტის (ნაკადის) შეერთებით ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე. მარჯვენა ტოტი იწყება მწ.ყადლასანის სამხრეთ- დასავლეთ კალთაზე (ზ.დ.2300 მ სიმაღლეზე) კარსტული წყაროდან, ხოლო მეორე, მარცხენა ტოტი მწ.ლაღზწითის ჩრდილო-დასავლეთ ფერდობზე მყინვარიდან. ორივე მდინარის საერთო სიგრძეა 115 კმ. გორის ვაკეზე გაედინება 30 კმ სიგრძეზე.დანარჩენ მონაკვეთზე მდინარე ტიპიური მთის მდინარეა. იკვებება ძირითადად თოვლის, წვიმის და მიწისქვეშა წყლებით. წყალშემკრებ აუზში მის საზრდოობაში ერთვება მყინვარული წყლები, რის გამოც მდინარე ზაფხულის პერიოდში დიდ წყალმცირობას არ განიცდის. წყალდიდობა ახასიათებს გაზაფხულზე. ერთ-ერთი დიდი წყალდიდობა მდინარეზე განვითარდა 1999 წელს, როცა მდინარემ დატბორა ქ.გორის ჩრდილო ნაწილი (ე.წ. ბარაკების დასახლება). მდინარე ლიახვი მტკვარს ერთვის ჩრდილოეთიდან. მდინარე მტკვარი გორის ტერიტორიაზე დაახლოებით 4-5 კილომეტრზე გაედინება. სწორედ, ამ მდინარეების შორის მოქცეულია ქალაქი გორი და ის მდიდარია ასევე მიწისქვეშა წყლებით, რომელთა ხმაურიც მდინარეებთან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობას ღამით ესმის. ეკოკლუბის წევრევმა დაგეგმეს მდინარეთა დაბინძურებული სანაპიროების დალაგება, რათა მდინარეთა ეკოსისტემას შეუმცირონ საფრთხე.

ამ მდინარეებში ბინადრობს: გველანა

თაღლითა კალმახი კობრი ნაფოტა ქაშაპი ციმორი წვერა ჭანარი ღორჯო.