ხაშურის სოფელ ტკოცელმა ეკოკლუბელებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

ხაშურის მუნიციპალიტეტის  სოფელ ტკოცის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ბუნების მცველების " ინიციატივით მოსწავლეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს. სკოლის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ბავშვებს ყოველდღიურად უწევთ გადაადგილება,  სამწუხაროდ აქამდე დანაგვიანებული იყო. ეკოკლუბის წევრებმა სკოლის მოსწავლეებს აუხსნეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია  სუფთა გარემოში ცხოვრება მათი ჯანმრთელობისთვის.

მოსწავლეებმა დასუფთავებისას წინასწარ მოიმარაგეს საჭირო აღჭურვილობა: ტომრები ნაგვის ჩასაყრელად და  ხელთათმანები, აღნიშნული  რესურსებით ბავშვები მოამარაგა სკოლის დირექციამ. სოფელში,  კვირაში ერთი დღე, ხუთშაბათს,  დადის ნაგვის მანქანა.   აღნიშნული დაგროვილი ნაგავი ბავშვებმა სოფელში ჩამომავალ ნაგვის მანქანას გაატანეს.

გარემოსდაცვითი აქტივობების დაგეგმვა, მოსწავლეებში ხელს უწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გააზრებასა და ჩამოყალიბებას. ეკოკლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ ხშირად დაგეგმილი მსგავსი ტიპის აქტივობები მათ დაეხმარებათ გარემოსდაცვით პასუხისმგებლობის გააზრებაში.