პროფესიონალი და მოყვარული დიზაინერები ტყეების გადასარჩენად
„ოპტოგრამა 2015“ გამარჯვებულებს გამოავლენს
დღეს, 23 დეკემბერს, "Rooms Hotel Tbilisi"-ის პარკინგ ჰოლში, გაიმართება გრაფიკული დიზაინის კონკური „ოპტოგრამა 2015-ის“ ფინალისტების ნამუშევრების გამოფენა და გამარჯვებული პლაკატების ავტორების დაჯილდოება.
კონკურსში მონაწილე მოყვარული და პროფესიონალი გრაფიკოსი დიზაინერების პლაკატებიდან შეირჩევა გამარჯვებულები ორი განსხვავებული თემატიკის მიხედვით:
"ტყე შეშა არ არის" -- ნომინაცია დაწესდა პროექტის "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში" ფარგლებში, ნომინაციის მხარდამჭერია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN).
სარეკლამო პოსტერი ევროპული სკამების სალონისთვის "TON"-ი
კონკურსი ტარდება "თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის" ხელშეწყობით. პროექტის პარტნიორები არიან: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ჟურნალი designtbilisi.ge, ევროპული სკამების სალონი "Ton" და ინტერნეტ რესურსი fonts.ge.