კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), მიერ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან ერთად ორგანიზებული სასკოლო კონკურსის „ფოტო სინთეზის“ პირველი ეტაპის დასრულებამდე, სულ 8 დღეღა დარჩა.
ნიკო კეცხოველის სახელობის 2016 წლის პრემიის მოსაპოვებლად სკოლის მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან გზავნიან მათ მიერ გადაღებულ, ფაუნის ამსახველ ფოტოებს სატყეო პორტალზე (forestry.cenn.org) და სასიხარულოა, რომ ეს კონკურსი უკვე დიდ მასშტაბებს იძენს.
მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუგზავნიათ ფოტოები, შევახსენებთ, რომ სულ 8 დღე აქვთ დარჩენილი ამისათვის, რადგან 1 იანვარს უკვე წყდება ფოტოების მიღება.
კონკურსის სტრუქტურა და განრიგი ასეთია:
I ტური – სასკოლო ფოტოგამოფენა/სტენდი, გამარჯვებულების შერჩევა; 2016 წლის 1 იანვრამდე
II ტური – რეგიონული ფოტოგამოფენები, გამარჯვებული; ფოტოებისა და სტენდების გამოვლენა და დაჯილდოვება; 2016 წლის 1 მარტამდე
III ტური – ეროვნული ფოტოგამოფენა, I, II და III ხარისხის პრემიების გადაცემა.
ამ ეტაპზე, კვლავ ლიდერობენ სამეგრელო–ზემო სვანეთის სკოლები. მათ მიერ საკონკურსოდ გამოგზავნილია 120–ზე მეტი ფოტო, რაც ამ რეგიონში განსაკუთრებით ამძაფრებს კონკურენციას პირველობისათვის.
სასიხარულოა, რომ კონკურსში მონაწილეობას იღებენ აფხაზეთის სკოლებიც და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებმა ბავშვებმიც გზავნიან ფოტოებს.
სკოლის მოსწავლეებს განსაკუთრებით დაეხმარა, საქართველოს სხვადასხვა ადგილებში CENN –ის მიერ მოწყობილი ფოტო–ტურები, სადაც ბავშვემა გამოცდილი ფოტოგრაფების რჩევით, თავად გადაიღეს საკონკურსო და არამხოლოდ საკონკურსო ფოტოები.
აქტიურია, თუმცა კიდევ უფრო მეტ აქტიურობას საჭიროებენ სხვა რეგიონებიც. მაგალითად, რაჭა–ლეჩხუმიდან უკვე გამოგზავნილია 40 ფოტოზე მეტი, აჭარადან 50 ფოტომდე, იმერეთიდან 60–ზე მეტი ფოტო, კახეთიდან 70–მდე, სამცხე–ჯავახეთიდან და თბილისიდან 30–30–ზე მეტი, ქვემო ქართლიდან 40 ფოტომდე და სხვა...
სასიხარულოა, რომ ბევრია ისეთი ფოტო, რომლებსაც აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამარჯვების შანსი ნამდვილად დიდი ექნებათ. თუმცა, ეს შანსი ამ ეტაპზე უკლებლივ ყველა მიღებულ ფოტოს გააჩნია.
აქვე შემოგთავაზებთ ჩვენს მიერ გაკეთებულ მცირე ფოტოკოლაჟს, რომელიც საკონკურსოდ შემოსული საუკეთესო ფოტოების საერთო რაობასა და ხარისხს ნათელყოფს. დაათვალიერეთ ეს მცირე ფოტოკოლაჟი და გყავდეთ თქვენი ფავორიტები.
მანადე კი ჯერ კიდევ არის დრო – გამოაგზავნეთ ფოტოები, გაიმარჯვეთ და ასახელეთ თქვენი რეგიონი!
ინიციატივა ხორციელდება „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით