თბილისის #169 სკოლის ეკოკლუბის კვლევა ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით

თბილისის 169-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრების ინიციატივით სასკოლო საზოგადოებაში წარმოებული იქნა კვლევა ჯანსაღი კვების შესახებ. ელექტრონული კითხვარი შეავსო 117  რესპონდენტმა. სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები. კითხვარი შედგებოდა 20 შეკითხვისგან, იყო ანონიმური, ნებაყოფლობითი და   შედგენილი იყო იმგვარად, რომ მიეღოთ სრული ინფორმაცია რამდენად სწორად იცოდნენ რესპონდენტებმა სხვადასხვა ტიპის საკვები პროდუქტების მავნებლობის ან სარგებლიანობის შესახებ, იცავდნენ თუ არა დაბალანსებული კვების პირობებს და რამდენად დიდი ადგილი ეკავა მათ რაციონში არაჯანსაღ საკვებს.

კვლევაში მონაწილე პირების უმეტესი ნაწილი იყო მდედრობითი სქესის-72% და ეკუთვნოდა 11-16 წლის კატეგორიას. გამოკითხულთა უმრავლესობა ადასტურებს, რომ აუცილებელია დილის საუზმის მიღება და დღეში ერთჯერადი კვება აზიანებს ჯანმრთელობას, რომ სწრაფი კვების პროდუქტები შეიცავენ ჯანმრთელობისთვის საზიანო ნივთიერებებს და რომ ჯანსაღი კვება მხოლოდ მცენარეული საკვებით კვებას არ გულისხმობს. ამ საკითხებზე თანხმდება გამოკითხულთა დიდი ნაწილი დაახლოებით 98%. გამოკითხულთა მცირე რაოდენობას 5% ჰგონია, რომ ჯანსაღი კვება არ გულისხმობს საკვებში ცილების,ცხიმების და ნახშირწყლების თანაფარდობის დაცვას. აღმოჩნდა,რომ ხილსა და რძის პროდუქტებს კვირაში 1-3-ჯერ გამოკითხულთა დიდი ნაწილი იღებს,დაახლოებით 49%. კითხვაზე რამდენად ხშირად მიირთმევენ ტკბილეულს და გაზიან სასმელებს ,გამოკითხულთა უმრავლესობა პასუხობს, რომ ეს ხდება კვირაში 3-4-ჯერ. მცირე პროცენტი აღნიშნავს, რომ ამგვარ პროდუქტებს იღებს ყოველდღიურად. კითხვაზე-იკვებებით თუ არა კვებებს შორის შუალედებში? ხანდახან -პასუხობს 67%, დიახ-28% და არასოდეს 5%.

შეკითხვაზე-„ძირითად კვებებს შორის შუალედებში  წახემსებისას რა სახის საკვებს ანიჭებთ უპირატესობას?“ პასუხი ასეთია-ხილი-55%, ტკბილეული-33% და ჩიფსი-14%.  კვლევის შედეგებიდან გამომდინარეობს, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა ფლობს სწორ ინფორმაციას ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებით, თუმცა რადგან კვლევაში მონაწილეობდნენ მშობლებიც და პედაგოგებიც, ეკოკლუბს მიაჩნია რომ მოსწავლეთა უმრავლესობისთვის აღნიშნული საკითხები საჭიროებს დამატებით განმარტებას, რის გამოც  ეკოკლუბის მხრიდან დაიგეგმება საინფორმაციო შეხვედრები.

კვლევის შედეგების პრეზენტაცია მოეწყო #169 სკოლაში 22 თებერვალს ეკოკლუბელების მიერ მე-8-9 კლასებში. ამავდროულად ეკოკლუბის "ფეისბუქის" გვერდზეც გაზიარდა კვლევის შედეგები და ხელმისაწვდომი გახდა დაინტერესებული პირებისთვის. კითხვარს შეგიძლიათ გაეცნოთ თანდართულ ბმულზე:

https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx?id=POnSYT1CtEOPIxWAwjQZUk1-o0QFyEhGshnzUIvI-D9UMzhGM0FMU0o0UUs2SDg5QVBTM0ZYU1NaVi4u

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fpermalink.php%3Fstory_fbid%3Dpfbid0nX8vbTaeVDYyQoKi4X5VfRbYqp7dMtW7NWyvnSfxmgiimkYpiuuKnwoxRykTXQ9hl%26id%3D100063702804545&show_text=true&width=500" width="500" height="805" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>