როგორც CENN–ის კოორდინატორი იმერეთის რეგიონში, მაია კეზევაძე იუწყება, იმერეთის მუნიციპალიტეტებში შეშის მონიტორინგის მსვლელობის პერიოდში, რამდენიმე ისეთი ოჯახი აღმოჩნდა რომელთაც არავისთვის მიუმართავთ და ზამთარს გათბობის საშუალების გარეშე ატარებდნენ.
მაია კეძევაძის ინფორმაციით, ორი ასეთი ოჯახი ტყიბულის მუნიციპალიტეტში იქნა დაფიქსირებული.
ჩვენმა იმერეთის კოორდინატორმა მიმართა ადგილობრივ მუნიციპალიტეტს თხოვნით, აღმოჩენოდა დახმარება აღნიშნულ ოჯახებს. 22 დეკემბერს გახდა ცნობილი, რომ ეს ორი ოჯახი უკვე დაკმაყოფილებულია შეშით, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ხშირად სახელმწიფო სტრუქტურები სპეციალურ ჩარევას საჭიროებენ, რათა მათზე დაკისრებული მოვალეობა აღასრულონ.
იმერეთის რეგიონში და საქართველოს ყველა რეგიონში, CENN–ის კოორდინატორების მიერ კვლავ გაგრძელდება შეშის მოხმარებისა და მიწოდების მონიტორინგი.