12 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოს №1 საჯარო სკოლის ბაზაზე არსებული ეკოკლუბის, ,,ეკო-kids"-ის ინიციატივით დაიგეგმა აქცია, რომელიც ითვალისწინებდა მათ სოფელში მცხოვრები ოჯახების დახმარებას, ვისაც არ შეუძლია ზამთრის გასათბობი საშუალების, შეშის, დამზადება.
კლუბის წევრებმა ერთად შეარჩიეს ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი ოჯახი. ვინაიდან ოჯახის უფროსი მამაკაცი შეზღდული შესაძლებლობებისაა ფიზიკურად გადაადგილება უჭირს, მის მეუღლეს კი უჭირს შეშის დახერხვა. აღმოჩნდა, რომ ოჯახს, გამართული არც ხერხი ჰქონდა, არც ნაჯახი. თავიდან ეკოკლუბელები შეეცადნენ არსებული საშუალებებით ემუშავათ, მაგრამ შეშის უხარისხო იარაღით დამუშავება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.
ამ დროს, კლუბის წევრები, ნინი შელია და მაია ქარაია გადავიდნენ მეზობლებში. რამდენიმე წუთში გამოჩნდნენ ბავშვები და მათ გვერდით მომავალი მეზობელი ბაჩა ალანია, რომელსაც მოჰქონდა ხელის ელექტრონული ხერხი. მისი დახმარებით გაადვილდა შეშის დაჭრა.
საჯიჯაოს N1 სკოლის ეკოკლუბი და მეურვე პედაგოგი დიდ მადლობას უხდიან ბაჩა ალანიას, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა დახმარებდა ბავშვებს და ერთად დაემზადებინათ შეშა საჯიჯაოში მცხოვრები ოჯახისთვის.
აღსანიშნავია, რომ საჯიჯაოს N1 სკოლის ეკოკლუბი ანალოგიური სახის აქციებს ადრეც გეგმავდა და ახორციელებდა.