ზუგდიდის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,ფესვები" აქტიურად შეუერთდა სამოქალაქო განათლების კლუბ "ნიკეს" მიერ ინიცირებულ დასუფთავების აქციას. უამინდობის შედეგად დაბინძურდა სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია. აქციაში ჩაერთო სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებიც.
კლუბის ყველა წევრი აქტიურად იყო ჩართული ამ ღონისძიებაში. მათ გაათვითცნობიერეს, რომ გარემოს რომელშიც ვცხოვრობთ დაცვა და გაფრთხილება სჭირდება. ასევე გაითავისეს, თუ რაოდენ საფრთხეს უქმნის დაბინძურებული ბუნება არა მარტო ჩვენს ეკო სამყაროს ,არამედ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობასაც.
მოსწავლეები აღჭურვილები იყვნენ ხელთათმანებით, ჰქონდათ პოლიეთილენის პარკები. რეგულაციების დაცვით, დაალაგეს დაბინძურებული სკოლის ეზოს შიდა და მიმდებარე ტერიტორია. შეგროვებული ნარჩენი მოათავსეს ნაგვის ურნაში.