ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით, სკოლაში ჩატარდა საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა. ამ პროექტის მიზანი იყო, რომ ბავშვები დახმარებოდნენ რამდენიმე გაჭირვებულ ოჯახს და ენახათ ალტერნატიული გზა იმისათვის რათა თანხა მოეპოვებინათ. ბავშვებმა ძველი ნაჭრებისგან და გამოუყენებელი ნივთებისგან შექმნეს ნივთები, რომელთაც მისცეს "ახალი სიცოცხლე" და გონივრულად გამოიყენეს ის მასალები, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ.
.
თითქმის მთლიანი სკოლა იყო ჩართული ამ პროექტში. მოსწავლეები შეეცადნენ მიეტანათ მათი ხელით დამზადებული ნივთებები და წვლილი შეეტანათ ამ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაში.
ეკოკლუბის წევრებმა ამ პროექტით დიდი გამოცდილება მიიღეს და უფრო უკეთ შეისწავლეს თუ როგორ უნდა მოიხმარონ და აწარმოონ ნივთები გონივრულად ისე რომ გარემოს ამით საფრთხე არ შეექმნას და შემდეგ ამ გზით დაეხმარონ გაჭირვებულ ოჯახს. ოჯახებს, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეს ებრძვიან.