ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,ახალი სხივის'' წევრების მონაწილეობით სკოლაში განხორციელდა პროექტი: ,,საქართველო ევროპაა!'' პროექტის მიზანი გახლდათ ახალგაზრდების სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდა, აქტივიზმის ხელშეწყობა და მათი წახალისება, ჩაერთონ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოქალაქეობის მასწავლებლის, ელისო მაწკეპლაძის მხარდაჭერით მოსწავლეებმა: ზურა დათიაშვილმა, მარიამ ფირცხალავამ, ლიზი ფხაკაძემ, ნათია ტალახაძემ, ნინი ზუხბაიამ, ლუკა ტყეშელაშვილმა, ნინო გვამბერიძემ შექმნეს ვიდეო-რგოლი ინგლისურ ენაზე ,,საქართველო ევროპაა'', რომლის პრეზენტაციაც გაიმართა ორ სკოლაში (სსიპ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის #32 და სსიპ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ გელათის საჯარო სკოლები), გაზიარებულია სოციალურ ქსელებში. ვიდეო-რგოლის ნახვა ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია
https://www.youtube.com/watch?v=Y1yIishKdrs
ვიდეო-რგოლში ,,საქართველო ევროპაა'' მოცემულია იმის მტკიცებულებები, თუ რატომაა საქართველო ევროპა და რატომაა ჩვენი ქვეყნის მიერ არჩეული ევროპული კურსი სწორი და მართებული.