18 იანვარს ქალაქ რუსთავის #14 საჯარო სკოლის ეკო კლუბ "ნერგების" წევრების ინიციატივით მოგროვდა პლასტმასის ბოთლები. გარკვეული რაოდენობის მოგროვების შემდეგ კლუბის წევრებმა ეს ბოთლები ჩააბარეს "ეკოცენტრში". მოგეხსენებათ, პლასტმასის ნარჩენები ხვდება ნაგავსაყრელებზე, რაც აბინძურებს და აზიანებს გარემოს, ამიტომ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით კლუბის წევრებმა ჩაატარეს შეხვედრები სკოლის თითოეულ კლასთან და განმარტეს თუ რატომ არის საჭირო ბოთლების ჩაბარება. მათ აუხსნეს მოსწავლეებს, რომ თითოეული პლასტმასის ბოთლის სრულად დაშლას საუკუნეები ჭირდება. დაწვის შემთხვევაში კი ჰაერში გამოიყოფა ტოქსიკური ნივთიერებები.
ჩაბარების შემთხვევაში ეს ბოთლები გადამუშავდება ხელახლა და მივიღებთ ახალ პროდუქტს. ამით შემცირდება გარემოს დაბინძურება. ეკოკლუბელებმა იციან, რომ დაუშვებელია პლასტმასისა და სხვა სახიფათო მყარი ნარჩენის ნიადაგში მოხვედრა, რადგან წამლავს ჩვენს მიწას. პლასტმასის შეგროვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას აქვს გლობალური პოტენციალი. ნარჩენები საქართველოსთვის, როგორც დანარჩენი მსოფლიოსთვის, ნამდვილად დიდი პრობლემაა.
ამ და სხვა საუბრების შემდგომ სკოლაში გამოცხადდა აქცია პლასტმასის ბოთლების შეგროვებასთან დაკავშირებით. რასაც ორგანიზება ეკოკლუბ "ნერგების" წევრებმა გაუწიეს.