ორგანიზაცია "ჰელფინგ ჰენდ"-Helping Hand--ის პროექტის "მოხალისე ელჩი’’ მარიამ ნატრიაშვილის და ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,ვიოლენტის’’ წევრების ნინო გორგოძის, დავით დემეტრაძის და ნინო კაჭკაჭაშვილს თანამშრომლობით განხორციელდა შეხვედრა ქალაქ ახალციხეში ,,კამილიერების სარეაბილიტაციო ცენტრში". აქტივობა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც მდგრადი განვითარების მიზანი #10 - შემცირებული უთანასწორობას ემსახურებოდა.
ეკოკლუბის წევრები ესტუმრნენ კამილიელთა სარეაბილიტაციო ცენტრს ახალციხის ფილიალში და შშმ პირთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს მიულოცეს შობა-ახალი წელი და საჩუქრები გადასცეს. შეხვედრამ თბილ და სიყვარულით სავსე გარემოში ჩაიარა.
ეკოკლუბის წევრები მომავალში კიდევ ბევრ მსგავს აქტივობას გეგმავენ.