დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის, "შექმენი მომავლის" წევრებმა და მათმა ხელმძღვანელმა ნონა ტოკლიკიშვილმა წამოიწყეს აქცია "კარდაკარ", რაც ეხება პოლიეთილენის ბოთლების შეგროვებას.
გამოცდილებებიდან გათვალისწინებით ასაკოვან ადამიანებს უჭირთ გაითავისონ და გაიაზრონ რამდენად აუცილებელია იმის ცოდნა, რომ პოლიეთილენის ბოთლები არ უნდა გადაყარონ. სწორედ ამ მიზნით დაიწყო ეკოკლუბმა მოსახლეობაში გასვლა კარდაკარის პრინციპით და დედოფლისწყაროში მაცხოვრებელი ერთ-ერთი ოჯახიდან დიდი მოცულობის რამდენიმე ტომარა პოლიეთილენი შეაგროვეს.
ეკოკლუბელები ამ აქციას სკოლის თემში განახორციელებენ, რათა მსგავსი კულტურა სხვა ადამიანებშიც დანერგონ, ბავშვები მოქალაქეებს უხსნიან თუ რა ზიანის მომტანია პოლიეთილენის ბოთლები, რომელიც ხშირად აქეთ-იქით მიმოფანტულიც გვხვდება.