22 დეკემბერს თბილისის 137-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბელების ინიციატივით მოხდა წყნეთში ძველი სამკერვალო ქარხნის ეზოს ტერიტორიის დასუფთავება პლასტმასის ბოთლებისგან. სამწუხაროდ ენ ნარჩენები უკვე წლებს ითვლის რაც აქ ეყარა და საკმაოდ დიდი რაოდენობის აღმოჩნდა. მოსწავლეებს მხოლოდ ფქვილის ტომრები ჰქონდათ, რომელიც ეკოკლუბელებმა წინასწარ გამოართვეს წყნეთში ერთ-ერთი საცხობის თანამშრომლებს.
ბავშვებმა გონივრულად იმოქმედეს.ეს ტომრები (სულ 20 ცალი) გადაგდების ნაცვლად ნაგვის ჩასაყრელად გამოიყენეს. თუმცა ამდენ პლასტმასის ბოთლს არ ელოდნენ და ტომრები არასაკმარისი აღმოჩნდა. უახლოეს მომავალში ბავშვები აღნიშნულ ტერიტორიას ისევ ესტუმრებიან, რათა მთლიანად მოხდეს ამ ტერიტორიის გასუფთავება.
შეგროვებული ნარჩენი შემდეგ მიიტანეს სკოლაში და დაასაწყობეს. როდესაც გარკვეული რაოდენობის პლასტმასა შეგროვდება, გაატანენ ორგანიზაცია "ტენეს". აქტივობაში 15 ბავშვი იყო ჩართული.