14 დეკემბერს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედლების სკოლის ეკოკლუბმა მთელი სკოლის მაშტაბით ჩაატარა გარემოს დაცვის ღონისძიება სახელწოდებით: ,,არ დავანაგვიანოთ!". ჯგუფის წევრებმა პირველყოვლისა მოახდინეს მთელი სკოლის მოსწავლეთა ინფორმირება, თუ რისთვის აკეთებდნენ ასეთი ტიპის ღონისძიებას. თანატოლებს აუხსნეს, რომ მათივე ჯანმრთელობისთვის და უსაფრთხო გარემოს შექმნისთვის, აუცილებელია სისუფთავე.
ამის შემდეგ, ეკოკლუბელებმა კამპანიაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ჩართეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორია ნარჩენებისგან გაწმინდეს. ასევე გაასუფთავეს გზის სავალი ნაწილი, სადაც იყო უამრავი პლასტმასა და პოლიეთილენი. რელიეფიდან გამომდინარე, ნაგვის გადამზიდი მანქანა ვერ წვდება სკოლის ტერიტორიას და ბავშვებს ნარჩენების კონტეინერში გადატანა ხელით მოუხდათ.
ქედლების სკოლის ეკოკლუბელები ასეთი ტიპის კამპანიას ხშირად ჩაატარებენ პროექტის ფარგლებში, რაც მათი აზრით გააუმჯობესებს მოსწავლეთა ცნობიერებას გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებით და ბავშვები ამ გხით იზრუნებენ საკუთარ ჯანმრთელობაზე.