10 დეკემბერს, მარნეულის N2 საჯარო სკოლამ უმასპინძლა საგანმანათლებლო ფესტივალს, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო. ოქტომბერში საკლასო ოთახში დაბადებულმა იდეამ გააერთიანა 10-ზე მეტი სკოლა, მოხალისეები, უფლებადამცველი აქტივისტები და ა.შ.
თბილისის 126-ე სკოლამ წარმოადგინა ანიმაცია ბავშვის უფლებებზე;
თბილისის 182-ე სკოლამ წარმოადგინა სამაგიდო თამაშები ადამიანის ულებებზე და მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება მეწარმეობის კუთხით,
რუსთავის 21-ე სკოლამ ჩაატარა პრეზეტტაცია შშმ პირთა უფლებებზე;
რუსთავის 18-ე სკოლამ წარმოადგინა პრეზენტაცია მოსწავლეების საერთაშორისო ვიზიტებზე;
ბოლნელის საპატრიარქოს სკოლამ წარმოადგინა გამოფენა ევროკავშირზე და ფილმის კლუბის მიერ განხორციელებული პროექტები;
რომან ზოიძის სახელობის სკოლამ წარმოადგინა ორი ვიდეო რგოლი ადამიანის უფლებებზე;
ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლამ წარადგინა პრეზენტაცია სამოქალაქო და ეკო კლუბის საქმიანობაზე და კლუბური საქმიანობით განათლების უფლების რეალიზებაზე, სპექტაკლი "ერთი გაკვეთილი"
გარდა სკოლებისა, ფესტივალში მონაწილეობას იღებდენ მოხალისეები:
ანა ტრაპაიძე - დიღმის ჭალები
ორგანიზაცია აისი - პირველადი სამედიცინო დახმარება
სამირა ბაირამოვა - აქტივისტი
ბაკურ ხიჯაკაძე - განათლების ექსპერტი, მასწავლებელი
მარი გვიფიანი - უფლებადამცველი;
ნათია ახვლედიანი - კოდის წერის საათი;
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები.
საგანმანათლებლო ფესტივალს ორგანიზება გაუწიეს:
მოსწავლეთა თვითმმართველობა
ქალაქ მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის დირექცია და მასწავლებლები.
ფესტივალს მარნეულის მერი კენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, ქალაქ მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი, საკრებულოს წევრი ვასილ ხახულაშვილი, მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხანალი გახრამანოვი, განათლების სფეროს წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.