ზუგდიდის N4 სკოლის ეკოკლუბის გარემოსდაცვითი აქცია

ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "მწვანე კარი" ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში  დაგეგმა და განახორციელა აქტივობა -"გარემოსდაცვითი აქცია". აქტივობა განხორციელდა 2023 წლის 5 ნოემბერს. პროექტში აქტიურად მონაწილეობდა ეკოკლუბის თითოეული წევრი.

 ეკოკლუბის ოფიციალური წევრების, მოხალისეების, კურატორი მასწავლებლისა და სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობითა და თანამშრომლობით სკოლის უკანა ეზო დასუფთავდა ნარჩენების, პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთილენის პარკებისგან.

 ზუგდიდელი ახალგაზრდები კვლავ გეგმავენ მსგავსი აქტივობების წარმართვასა და საქმეში კიდევ უფრო მეტი თანატოლის ჩართვას, რადგან გაანალიზებული აქვთ ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობა და საკუთარი როლი მათი მოვლა-გაფრთხილების საკითხში.