სოფელ ხაბუმეს სკოლის ეკოკლუბის ინიციატივა ჩხოროწყუს საკრებულოს სხდომაზე

ხაბუმეს თემის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბილიკი“-ს  წევრები დაესწრნენ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვას. მოსწავლეებმა საკრებულოს წევრებს წარუდგინეს ინიციატივა, რომელიც გათვალისწინებული იქნება, 2024 წლის ბიუჯეტით. ინიციატივა ეხებოდა სოფელ ხაბუმეში ეკოკლუბის წევრების ინიციატივით რეაბილიტირებულ სკვერის მიმდებარედ,  მდინარე ხობისწყალის სანაპიროზე "გასახდელების"დამონტაჟებას.

ეკოკლუბელები აქტიურად არიან ჩართული თემის განვითარების პროცესში და ცდილობენ საკუთარი იდეები მიაწოდონ მერიის სამსახურს, რათა მათი განხორციელებით თემის ტერიტორიაზე საფუძველი ჩაუყარონ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას.

სწორედ ამ მიზნით ეკოკლუბის სამმა წევრმა საკრებულოს სხდომაზე   2024 წლის ბიუჯეტის განხილვისას  წარადგინა იდეა რომ მდინარე ხობისწლის სანაპიროზე  სკვერის მიმდებარედ  განთავსდეს „გასახდელები“ რაც ხელს შეუწყობს  სოფლის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.  აღნიშნული აქტივობა შეესბამება მდგრადი განვითარების მიზანს N 11 „ქალაქებისა და დასახლებების მდგრადი განვითარება“