3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ საზოგადოება ვალდებულია, პატივი სცეს შშმ პირების სპეციფიკურ საჭიროებებს და უზრუნველყოს შესაბამისი გარემო, რათა მათ, სხვებთან თანასწორ პირობებში, შეძლონ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზება.
ამ დღესთან დაკავშირებით, კონკურსში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,,ვიოლენტის’’ წევრები (ხელმძღვანელი ნინო კაჭკაჭაშვილი) ესტუმრნენ ქალაქ ახალციხეში ,,კამილიერების სარეაბილიტაციო ცენტრს". შეხვედრა საინტერესო და ინფორმაციულ ნაწილთან ერთად, მოიცავდა გასართობ აქტივობებსაც, რომლებშიც ეკოკლუბის წევრები აქტიურად ჩაერთვნენ.
ბოლოს ერთად დაგემოვნეს მირთმეული ტკბილეული.