ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N 9 საჯარო სკოლის ეკოკლუბ „მეტამორფოზას“ წევრებმა, ქალაქ გორის N6 სკოლის ეკოკლუბისა და ი. გოგებაშვილის სახელობის ვარიანის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელშეწყობით განხორციელებულ სოფელ ვარიანში არსებული რეკრეაციული სივრცის გამწვანების აქციაში.
კლუბის წევრებმა სხვებთან ერთად დარგეს 120 ნერგზე მეტი ტირიფის, ცხენისწაბლის, იფნის ნერგები. მოსწავლეები სიხარულით ჩაერთვნენ აქციაში. მათ უკვე კარგად აქვთ გათვითცნობიერებული გლობალური პრობლემების გამომწვევი მიზეზები და ცდილობენ გარკვეული წვლილი შეიტანონ დედამიწის გადარჩენის საქმეში.
ბავშვებმა კარგად იციან, რომ ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება, განახლება და დაცვა ყველა პროგრესული ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ახალი ხე ახალი სიცოცხლეა და ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის.