დაგველმა მოსწავლეებმა ნარჩენი მუყაოსგან ჩიტის სახლები დაამზადეს

ქობულეთის სოფელ დაგვას საჯარო სკოლის ეოკლუბელებმა, ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში მორიგი გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს. ბავშვებმა მეორადი ნარჩენი მუყაო ჩიტებს გაუკეთეს სახლები, რადგან ზამთარში ფრინველებს უჭირთ თავშესაფრის პოვნა.

ბავშვებმა ჩიტის სახლები დაამზადეს კლასშიც და სახლშიც. შემდეგ ნაკეთობები გამოფინეს კლასში. ბოლოს გაიტანეს სკოლის ეზოში სხვა და სხვა ადგილას და ხეებზე დაამაგრეს და მიუჩინეს ბინა, რათა ჩიტები მისულიყვნენ და თავი შეეფარებინათ.

ეკოკლუბელებმა აგრეთვე იზრუნეს ჩიტების საკვებზეც. პატარები ფიქრობენ, რომ ჩიტები ჩვენი ბუნებრივი მეზობლები არიან.   მოსწავლეებმა დიდი სიხალისით და სიამოვნებით შეასრულეს ეკოკლუბის მიცემული დავალება და ყველა ხალისიანად იყო ჩართული.