დავით ელიზბარაშვილის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს დასუფთავების აქციაში და დაასუფთავეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. განხორციელებული აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.
განხორციელებული აქტივობა ეხმიანება მდგრადი განვითარების მეთხუთმეტე მიზანს - დედამიწის ეკოსისტემები.
სოფელ შილდაში დასუფთავების აქციები პერმანენტულად იმართება და ის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რათა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ გარემო დაბინძურებისაგან.