პალიასტომის ტბის მიმდებარე ზოლის მოსახლეობამ სპეციალური ნავები დაამზადა, რომლითაც ტბაზე შვიდჯერ მეტი შეშის გადმოტანაა შესაძლებელი.
ფოთისა და მოსაზღვრე სოფლების მცხოვრებლება შეშას კოლხეთის ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში მოიპოვებს, სადაც დაშვებულია ჭრები განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში.
დაცული ტერიტორიიდან ოჯახზე 5 მეტრ/კუბი შეშაა განსაზღვრული. სახმელეთო გზით შეშის მოტანა გურიაში ხანგრძლივ მოგზაურობას უკავშირდება. ეს კი ძალიან ძვირი ჯდება და წლებია, რაც პალისტომი–ფიჩორი შეშის ტრანზიტად იქცა. თუმცა, თუ გასულ წლებში ტრადიციულ ნავებს იყენებდნენ და თავისი წილი შეშის გამოტანას ტყეკაფში 7 რეისი სჭირდებოდა, ფოთელმა ნავთმშენებლებმა ეს პრობლემა საინჟინრო კუთხით გადაჭრეს.
ფეთელები თავის „მინიტანკერებს“ მცირესიმძლავრიანი საბუქსირე მოტორიანი ნავებით გადაადგილებენ.