დაბა ჟინვალში ეკოკლუბელებმა სკოლამდე მისასვლელი გზა დაასუფთავეს

დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ჟინვალის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "არაგვის" და სამოქალაქო კლუბის წევრები ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში  შეუერთდნენ ორგანიზაცია "სადაგის" მიერ ორგანიზებულ ერთობლივ დალაგების კამპანიას. დასუფთავებაში ჩართეს მე-4 კლასის მოსწავლეები და მათი დამრიგებელი. ბავშვებმა დავასუფთავეს სკოლამდე მისასვლელი გზის სანაპიროები და ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიის გარკვეული მონაკვეთი.

დაბის მაცხოვრებლებმა, რომ დაინახეს ეკოკლუბელების საქმიანობა, ბევრმა გამოთქვა სურვილი, რომ მათთან ერთად მიეღოთ მონაწილეობას ამ კარგ საქმეში და შეუერთდნენ კიდეც აღნიშნულ კამპანიას.~

 

ჟინვალის სკოლის ეკოკლუბელების მიზანია, რომ ამ ერთობლივი ღონისძიებით მოსწავლეებში და თემში მცხოვრები საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ.