ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის #1 საბავშვო ბაგა-ბაღში ბუნებრივი აირი რამდენიმე წელია შეყვანილია, თუმცა, არასწორი მონტაჟის გამო ბაღის ნაწილის გათბობა ვერ ხერხდება. ამიტომ აღსაზრდელების გასათბობად შეშის ღუმელია დამატებული. თუმცა, ღუმელიდან კვამლი გამოდის და პედაგოგები და აღსაზრდელები კვამლით სავსე ოთახში არიან.
ბაგა-ბაღის გამგე მარინა დოლიძე ამბობს, რომ ეს პრობლემა არ არის:
_
ეს სახლშიც შეიძლება მოხდეს. ცეცხლის დანთების დროს ღუმელიდან კვამლი ყოველთვის გამოდის. მხოლოდ ერთ ოთახში დგას ღუმელი იმისთვის, რომ დილით ბავშვებს არ შესცივდეთ და სითბო იყოს. ახლა შეგიძლია მობრძანდეთ და ნახოთ, რომ კვამლი აღარ გამოდის, _ გვითხრა დოლიძემ.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნინო ბარამიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცის არ ფლობს:
_
ბევრი ვეცადე, რომ გაზგაყვანილობის სისტემა მოწესრიგებული, თუმცა არაფერი გამომივიდა. რამდენჯერმე ბათუმიდან ჩამოვიყვანე კიდეც იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც სამუშაოები ჩაატარა, მაგრამ არაფერი გამოსწორდა. რაც შეეხება ღუმელს, ის ახალია. ახლახან ვიყიდეთ ღუმელიც და მილებიც და ჩემთან არ შემოსულა შეტყობინება, რომ კვამლი გამოდის. დღეს ქარიც არ არის და არ ვიცი რა ხდება. გავარკვევ რა კვამლავს და შეგატყობინებთ, _ აღნიშნა ბარამიძემ.
https://www.youtube.com/watch?v=qawXFXRHF9Q
წყარო: gurianews.com