ქალაქ რუსთავის N14 საჯარო სკოლის ეკოკლუბელი მოსწავლეები იმყოფებოდნენ „გარდენია შევარდნაძის“ ბაღში. მათ დახვდათ ყვავილების უამრავი სახეობა, ყვავილების ვინტაჟური დეკორი. „გარდენია შევარდნაძის“ ყველა კუთხე კუნჭული მორთულია სხვადასხვა ფერის ყვავილებით. მოსწავლეები აღმოჩნდნენ ესთეთიკური სილამაზის გარემოში, სადაც დახვდათ მოვლილი მცენარეები, სხვადასხვა დეკორაციები, რომელთა შესაქმნელად გამოიყენებოდა საყოფაცხოვრებო ნივთები.
ბავშვებს საშუალება ჰქონდათ საკუთარო ხელით ჩაერგოთ ყვავილი ქოთანში და მოეხატათ ქოთანი. ჩარგული ყვავილები წაიღეს სკოლაში. მათთვის საინტერესო არმოჩნდა ყვავილის ჩარგვის პროცესი, ასევე სასიამოვნო გარემოში ყოფნა. ეკოკლუბელებმა გაიცნეს ეკოსისტემები, ისწავლეს მათი მოვლა და გაფრთხილება, რომელიც მათ დაეხმარება ბუნების შეცნობასა და აღქმაში. გაითავისეს რომ ბუნება გვანიჭებს ესთეტიკურ სიამოვნებას და რომ შევინარჩუნოთ - მას მოვლა სჭირდება.
რუსთავის N14 სკოლის ეკოკლუბი ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ახალი მონაწილეა.