ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "ბიომენმა'' 17 ნოემბერს ინიციატივის ფარგლებში მოაწყო აქტივობა ,,ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით'' ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ მირაშხანის ტარიელ ქამაშიძის საჯარო სკოლაში ვიზიტი რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია მოსწავლე ახალგაზრდებში. აქტივობაში იყო ჩართული სამი პედაგოგი: მოქალაქეობის, ბიოლოგიის და ინგლისურის.
ბიოლოგიის მასწავლებელმა გააკეთა ელექტრონული პრეზენტაცია თემაზე ,,ადიქციური ქცევა '' სადაც მკაფიოდ იყო გამოკვეთილი: მიზეზები, შედეგები, დაავადებები, დამოკიდებულებები, თავიდან აცილების გზები, მშობლების, სკოლის, საზოგადოების როლი საკითთხთან დაკავშირებით.
პრეზენტაცია იყო აქტიური ხასიათის, სადაც მოსწავლეები იყვნენ ჩართულები , გაიმართა საინტერესო დისკუსია, ქონდათ კითხვები განიხილეს სიტუაციური ამოცანები, მოირგეს როლი სათაურით:"მე რომ ვიყო ჯანდაცვის მინისტრი''. ჰქონდათ საინტერესო მოსაზრებები.
აქტიურ მოსწავლეებს გადავეცით პრიზები: ბლოკნოტები, მაისური გადასცა ბიოლოგიის მასწავლებელმა წარწერით: "უარი მავნე ჩვევებს". მირაშხნის სკოლის მეთერტმეტე კლასის მოსწავლეს თემო ქამაშიძეს, ხიზაბავრის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ასევე ისაუბრა ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობაზე მის გავლენაზე , სოციალური და პიროვნული უნარების ჩამოყალიბებაზე რამდენად საზიანოა სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბებაზე და ხარისხიან განათლებაზე.