წინასაახალწლო პერიოდში ყველანი სასწაულების მოლოდინში ვართ. შეიქმენით ზღაპრული გარემო. ჯადოსნური ღამე სულ მალე დადგება.
საახალწლო ინტერიერის შესაქმნელად, ტრადიციულად, ზამთრის ტყის ფერებს იყენებენ. ფონად შეგიძლიათ, მწვანე, თეთრი და ყავისფერი აირჩიოთ, ხოლო ფერების გასახალისებლად, წითელი და ოქროსფერი დაამატოთ.
გამოიყენეთ იასამნისფერი სადღესასწაულო ინტერიერის გასაფორმებლად. ასეთი უჩვეულო გადაწყვეტილება აგიმაღლებთ განწყობას და თქვენი გაფორმებული სახლი სტუმრებს დიდხანს ემახსოვრებათ.
სადღესასწაულო ინტერიერის გასაფორმებლად, შეგიძლიათ, სხვადასხვა ფერები გამოიყენოთ. მთავარია, სახლი ძალიან არ ააჭრელოთ. 2-3 ფერის კომბინაცია სრულიად საკმარისია სასურველი შედეგის მისაღებად.
იმისთვის, რომ თქვენი გაფორმებული ოთახი ჰარმონიულად გამოიყურებოდეს, შეეცადეთ, ფერთა სწორი კომბინაცია შეარჩიოთ.
სადღესასწაულო ინტერიერის გაფორმებისას არ დაგავიწყდეთ, მორთოთ ფანჯარა და ფანჯრის რაფა სხვადასხვა საახალწლო ნივთებით.
თუკი ცოტაოდენ ფანტაზიას გამოიჩენთ, მუყაოსგან ორიგინალურ სადღესასწაულო ნივთებს შექმნით.
ნაძვის ხის მორთვა ხილით, ტკბილეულითა და თხილეულით დღესაც აქტუალურია.
ნაძვის ხის მოსართავად, ტრადიციულ სათამაშოებთან ერთად, შეგიძლიათ, ლამაზი ბაფთებიც გამოიყენოთ.
სახლის მოსართავად სადღესასწაულო განათება მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამისთვის კი, ნათურებთან ერთად, შეგიძლიათ, გირლანდებით და სადღესასწაულო სანთლებით ისარგებლოთ.
ჭაღზე წებოვანი ლენტის (სკოჩის) დახმარებით შეგიძლიათ, გირჩები, მძივები და ნაძვის ხის ტოტები მიამაგროთ.
სადღესასწაულო სუფრის გასაფორმებლად, ისარგებლეთ ღია ფერის ხელსახოცებით, სურნელოვანი სანთლებითა და სხვადასხვა, ლამაზი აქსესუარებით.