რადგან რესურსების ეკონომია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია კლიმატის ცვლილების შესარბილებლად, ხარაგაულის სოფელ კიცხის სკოლის ეკოკლუბი დაინტერესდა თუ რა მდგომარეობაა სოფელში ელექტროენერგიის მოხმარებასთან დაკავშირებით, თუ იყენებენ ამ რესურსს ეკონომიურად, ან თუ იყენებენ ენერგოდამზოგავ ნათურებს. ეკოკლუბის წევრებმა შეადგინეს კითხვარები და გამოიკითხა 40 ოჯახი.
ანკეტირების შედეგები:მოსახლეობის გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ მოსახლეობის 80% -ის თვის არ არის ცნობილი რომ, ნებისმიერი ენერგიის წარმოება ზიანს აყენებს გარემოს, მოსახლეობის 60 %-ს არასოდეს უფიქრია ელექტროენერგიის დაზოგვაზე, ინფორმაცია ენერგოდამზოგავ ნათურებზე აქვს მოსახლეობის 70%-ს, მაგრამ იყენებს მას მხოლოდ 40%. მოსახლეობის 90%-თვის არ არის ცნობილი, რომ რესურსების ეკონომიით მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება შეიტანონ დედამიწის გადარჩენაში.
დღე-ღამის განმავლობაში ოჯახი მოიხმარს საშუალოდ 3-4 კვტ. ენერგიას. თითოეულ ოჯახს აქვს საშუალოდ 3 ნათურა, აქედან 1 ენერგო დამზოგავი. განსხვავება ჩვეულებრივ და ენერგო დამზოგავ ნათურებს შორის შესამჩნევია. ვინც იყენებს ენერგო დამზოგავ ნათურებს დღე-ღამეში ხარჯავს დაახლოებით 4-5-ჯერ ნაკლებ ენერგიას. ნათურების გარდა სხვა ენერგოდამზოგავი მოწყობილობებიდან არის მხოლოდ მაცივრები, ისიც მოსახლეობის 30%- ში. ლექტროენერგიის ხარჯი ზაფხულზე 20%-ით იმატებს სოფელში ჩამოსული დამსვენებლების გამო.
დადგინდა, რომ ცნობიერების დონე მოსახლეობაში ენერგიის ეკონომიურ მოხმარებასთან დაკავშირებით არის დაბალი. კერძოდ, მოსახლეობისთვის ცოტა რამ არის ცნობილი ენერგო დამზოგავ ნათურებთან დაკავშირებით. ასევე მათ არ იციან მთავარი, რომ რესურსების ეკონომიურობით დიდად დაეხმარებიან დედამიწას.
გაცემული რეკომენდაცია: მოსწავლეებმა ურჩიეს სოფლის მოსახლეობას გამოიყენონ ენერგოდამზოგავი ნათურები. თუ საჭიროებას არ წარმოადგენს გათიშონ ზედმეტი ნათურები, არ დატოვონ ჩართული ტელევიზორი, კომპიუტერი და სხვა ელექტრო მოწყობილობა. აგრეთვე ელექტრომოწყობილობების შეძენის დროს გაითვალისწინონ მისი ენერგო ეფექტურობა , რაც მასზე დატანილია ნიშნებით A+ და A+++ ამისთვის მოსწავლეებმა შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები და დაურიგეს მოსახლეობას.
ანკეტის ფორმა:
N |
კითხვები |
დიახ |
არა |
ნაწილობრივ |
1 |
ცდილობთ თუ არა დაზოგოთ ელექტროენერგია? |
|
|
|
2 |
ცნობილია თუ არა თქვენთვის ენერგო დამზოგავი ნათურების შესახებ? |
|
|
|
3 |
იყენებთ თუ არა ენერგო დამზოგავ ნათურებს? |
|
|
|
4 |
იყენებთ თუ არა ეგრეთ წოდებულ „ილიჩის“ ნათურას? |
|
|
|
5 |
იყენებთ თუ არა ენერგო დამზოგავ მაცივარს, ან სხვა რომელიმე ნივთს? |
|
|
|
6 |
თიშავთ თუ არა განათებას , როცა მას არ იყენებთ? |
|
|
|
7 |
თიშავთ თუ არა კომპიუტერს ან ტელევიზორს, როცა მას არ იყენებთ? |
|
|
|
8 |
იყენებთ თუ არა ღამით გარე განათებას? |
|
|
|
9 |
თვლით თუ არა, რომ ნებისმიერი სახის ენერგიის წარმოება ზიანს აყენებს გარემოს? |
|
|
|
10 |
ფიქრობთ თუ არა, რომ რესურსების ეკონომიურობით (თქვენი დაზოგილი ელექტრო ენერგიით) შეიძლება დედამიწას დაეხმაროთ? |
|
|
|