ქალაქ ტყიბულის N2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა "ერამ" წამოიწყო სასკოლო პროექტი - "გავამწვანოთ ჩვენი სკოლა" . ეკოკლუბის წევრების გარდა ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა. ბავშვებმა შეაგროვეს კურკოვანი მცენარეების ნერგები, კონკრეტულად კი ღოღნაშო, ქლიავი და ტყემალი და სკოლის დირექციის მიერ გამოყოფილ ტერიტორიაზე სხვა მოსწავლეთა მონაწილეობით დარგეს.
ეკოკლუბელებმა იციან, რომ აღნიშნული მცენარეები სწრაფად მზარდია და მიღებულ მოსავალს სამომავლოდ გამოიყენებენ სოციალურად დაუცველთა დასახმარებლად. რადგანაც ახლა შემოდგომაა, კლუბის წევრებმა დაინტერესებულ მოსწავლეებს შესთავაზეს ყვავილების თესლების შეგროვება. მოსწავლეთა გარკვეულმა ნაწილმა სკოლაში უკვე მიიტანეს ყვავილების თესლები.
ამ იდეამ დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში. ყვავილების დარგვისთვის საჭირო სამუშაოების დაწყებას გაზაფხულზე, შესაფერისი პირობების შექმნისთანავე აპირებენ.