დედოფლისწყაროს N 2 საჯარო სკოლის ეკოკლუბ ,,შექმენი მომავლის" ხელმძღვანელმა ნონა ტოკლიკიშვილმა ამავე სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები, რომლებიც უკვე ეკოკლუბელები არიან, ვაშლოვანის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში წაიყვანა. ვიზიტის მიზანი იყო პატარა ეკოკლუბელებს საკუთარი კუთხის შეცნობით დაეწყოთ ეკოკლუბში აქტიურობა.
სტუმრობისას ბავშვებს საინტერესოდ, შინაარსიანად ესაუბრა ვიზიტორთა სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო სეთურიძე, რომელმაც მათთვის გასაგებ ენაზე გააცნო ვაშლოვანის დაარსების ისტორია, მისი მნიშვნელობა, იქ არსებული ბიო მრავალფეროვნება. დაუსვა სახალისო კითხვები, რაზეც მოსწავლეებმა უპასუხეს და უფრო მეტად მოტივირებულნი გახდნენ.
მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ყურსთასმენებში ცხოველთა და ფრინველთა ხმების მოსმენა. გაოცებულები დარჩნენ განმარხებული ნიჟარების ნახვით. მოსწავლეებთან ერთად მშობლებიც დიდი ინტერესით ისმენდნენ საინტერესო ამბებს და მოხიბლულები დარჩნენ აღნიშნული ვიზიტით.