დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ რუსთავის მე- 9 საჯარო სკოლის ეკო კლუბის "EcoTopia"- ს წევრების ინიციატივით, მათი სკოლა ჩაერთო გამოცხადებულ კონკურსში - "გადააქციე პლასტმასა ხედ".
კონკურსში ჩართვის მიზნით, ეკოკლუბის წევრებმა ინფორმაცია მიაწოდეს მათიი სკოლის ყველა კლასის მოსწავლეს და სთხოვეს დაეწყოთ პლასტმასას შეგროვება, რომელსაც ჩააბარებენ ეკოცენტრში და წონის მიხედვით მიიღებენ ნერგებს, რომლითაც კიდევ უფრო გაალამაზებენ ახალგაშენებულ სკვერს.
ამ აქციის ფარგლებში 2023 წლის 18 ოქტომბერს, მოეწყო სკოლის ეზოს პერიმეტრზე პლასტმასის ბოთლების, თავსახურების და სხვა ნივთების შეგროვების აქცია. ეკოკლუბის წევრების და მე-10 კლასის მოსწავლეების დახმარებით შეგროვდა დაახლოებით 15 კილოგრამი პლასტმასას ნარჩენი. მოგროვილი ნარჩენი შეინახეს სპეციალურად გამოყოფილ ოთახში. მას დაამატებენ სხვა კლასების მიერ მოგროვებულ ნარჩენსაც და შემდეგ მიიტანენ და ჩააბარებენ "ეკო ცენტრის" ჩამბარებელ პუნქტში, რომლებიც უზრუნველყოფენ მის მიტანას საწარმო"პოლივიმში" და ამაში ბავშვებს გადასცემენ ნერგებს.