მარნეულის მუნიციპალიტეტის რომან ზოიძის სახელობის შულავერის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ "თემიდასა" და ეკოკლუბ "გამონათებას" წევრები კვლავ აქტიურად აგრძელებენ როგორც გარემოსდაცვით საქმიანობებს, ისე სხვა მიმართულების აქტივობებზე მუშაობას. კლუბის აქტიურმა წევრებმა სხვა მოსწავლეებთან ერთად, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში განახორციელეს სხვადასხვა აქტივობა.
კლუბის წევრები, გადაწყვიტეს მშვიდობის ეგიდით ჩაეტარებინათ დასუფთავების აქცია. თავდაპირველად, წარწერები მოამზადეს: "სუფთა გარემო მშვიდობისთვის!". დაიმაგრეს ტანსაცმელზე და დაასუფთავეს ბენზინგასამართ სადგურ "სოკარის" მიმდებარე ტერიტორია. შეგროვებული ნარჩენი მოათავსეს ნაგვის ურნაში.
წარწერა: "სუფთა გარემო მშვიდობისათვის" გააკრეს კიდეც და ამითაც მოუწოდეს ბავშვებსა თუ სხვებს, რომ გარემოზე ზრუნვა უპირველესი მოვალეობაა და ყოველდღიურ ჩვევაში უნდა გადაიზარდოს.