ლეციცხვაიეს სკოლის ეკოკლუბის საქველმოქმედო აქცია ჭყონდიდობის დღესასწაულზე

გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის თვითმმართველობის წევრებმა და ეკოკლუბმა "ეკო ჰარმონიამ" ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში ჩაატარეს საქველმოქმედო აქცია. მოსწავლეებმა მათი ნაქსოვი ჩანთები, სამაჯურები და სხვა ნივთები გასაყიდად გამოიტანეს მარტვილის მუნიციპალიტეტში 25 სექტემბერს, ჭყონდიდობის დღესასწაულზე.

მოსწავლეებმა მიღებული თანხით იყიდეს პროდუქტები და დარჩენილი ფული შეზღუდული შესაძლებლობის პირების ოჯახებს, მრავალშვილიანებს ან შეჭირვებულებს დაურიგეს.

ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის მოსწავლეების მთავარი მიზანია ყველა ბავშვი თანასწორი იყოს და ოდნავი წვლილი მაინც შეიტანონ მდგრადი განვითარების პირველ მიზანში - „არა სიღარიბეს".