20 ოქტომბერს, თბილისის 137-ე სკოლის ეკოკლუბის ინიციატივით, 6ა კლასის მოსწავლეებმა მიიტანეს მუყაოს დიდი ყუთი მაკულატურის შესაგროვებლად. ბავშვებმა გარედანაც მიაწერეს ყუთის დანიშნულება და დადგეს სკოლის შემოსასვლელში. პატარებმა იზრუნეს თანატოლებისთვის ეცნობებინათ ეს სიახლე და მოაგროვეს კიდეც მცირედი მაკულატურა.
აღნიშნული სკოლის ბიბლიოთეკარს, რუსუდან ოძელაშვილს ხელშეკრულება აქვს გაფორმებული ერთ-ერთ მაკულატურის ჩამბარებელ ობიექტთან და ეკოკლუბ ECO TEAM-ის ამ წამოწყებას ძალიან დიდი როლი აქვს სკოლის საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. განსაკუთრებით მოსწავლეებისთვის.
ეკოკლუბის აზრით მსგავსი აქტივობების ჩატარება მნიშვნელოვანია მომავალი თაობისთვის, რაც მოიცავს როგორც გონივრულ მოხმარებასა და წარმოებას, ისე კლიმატის მდგრადობის შენარჩუნებას.