ქართული მეფუტკრეობა თბილისის 113-ე სკოლის ეკოკლუბის თვალით (ვიდეო)

როგორც ვიცით, მეფუტკრეობას, სასოფლო მეურნეობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და როგორც წესი, დიდ ინტერესს იწვევს ახალგაზრდებში. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)-მ  კეცხოველის სასკოლო პრემიის წლევანდელი კონკურის მონაწილე ეკოკლუბებს შესთავაზა კონკურსი, რომელიც  ფუტკრებსა და მათ მნიშვნელობას შეეხება. სსიპ 113-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბენეფიტები“-ის წევრებმა გადაწყვიტეს მოემზადებინათ ნაშრომები, სათაურით: ,,ფუტკრის კოლექტიური ინტელექტი“; ,,ფუტკრის დაავადებები“ და ,,სკაში დედა ფუტკარი“. იმისათვის, რომ მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო ინფორმაციის სანდო წყაროები და მუშაობის პროცესიც მაქსიმალურად აქტიურად და სახალისოდ წარმართულიყო, თემებზე მუშაობის დაწყებისთანავე, 7 მაისს მათ მიმართეს თბილისში, ბაგების ტერიტორიაზე მდებარე „მეფუტკრეობის რეგიონალურ ცენტრს“.

 

აღნიშნულ დაწესებულებაში ვიზიტისას, „ბენეფიტების“ წევრები შეხვდნენ გამოცდილ მეფუტკრეებს და მიიღეს ინფორმაცია მრავალ განსხვავებულ თემაზე. მაღალკვალიფიციური ექსპერტების (ლადო ვარდოსანიძესანდრო მაისურაძეემზარ ქურდაძედემურ დარსანიამიერ ჩატარებული შეხვედრა მოიცავდა შემდეგ თემებს: ‘’ფუტკრის დაავადებები, ‘’ფუტკრის ინტელექტი’’, ‘’დედა ფუტკარი’’, “ფუტკრის რძის წარმოება-რჩევები და რეკომენდაციები”, “ფუტკრის შხამის ბიზნესი-ტექნიკური და ტექნოლოგიური თავისებურებები”, “აპიტურიზმი-როგორც მეფუტკრის დამატებითი შემოსავლის მიღებისა და მეფუტკრეობის პროდუქტების რეალიზაციის შესაძლებლობა”, “მეფუტკრეობის ფართო შესაძლებლობებიაპითერაპიის პოპულარიზაცია რეგიონში”, “თაფლოვანი მცენარეები რეგიონალურ ფლორაშიმეფუტკრეთა უნარ-ჩვევების გაძლიერება საფუტკრის რენტაბელობის ზრდის უზრუნველსაყობად”.

გარდა იმისა, რომ პრაქტიკულად მივიღეთ მონაწილება ფუტრკის მოვლის პროცესში, ვსვამდით უამრავ კითხვებს რაზეც მიიღეს კომპეტენტური პასუხები. შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი და უაღრესად საინტერესო იყო. იხ.ვიდეო  მეფუტკრეობის რეგიონალური ცენტრი .

 

კლუბის ერთ-ერთი წევრი დამატებით ესტუმრა მის რაიონში ადგილობივ მეფუტკრეს და დააკვირდა ფუტკართან მუშაობის პროცესს. იხ. ვიდეო ადგილობრივი მეფუტკრე.

 

მნიშვნელოვანი იყო,  სანდო წყაროებიდან მოძიებულ მრავალი სხვადასხვა მეცნიერული კვლევა და აღმოჩენა აღნიშნულ საკითხებზე. დაგროვილი ინფორმაცია დიაგრამების, ფოტოების, ვიდეოების და ანიმაციის სახით თავმოყრილ იქნა  საპრეზენტაციო მასალებში.

 

1. საკითხი  -  ფუტკრის კოლექტიური იტელექტი

ეუსოციალური მწერი გუნდის ინტელექტუალური ფენომენი SI (swarm intelligence) — ჩამოყალიბდა გარემოში არსებობისათვის ბრძოლაში და სწორი ორგანიზაციით შეუძლია კოგნიტური პრობლემების გადაჭრა იმ უნარით, რომელიც ბევრად აღემატება რომელიმე ერთეული ცხოველის შემეცნებით უნარს. მეთაფლია ფუტკრის ოჯახი წარმოადგენს SI-ს მოდელის სისტემის შესწავლის საუკეთესო მაგალითს, რადგან ის კოლექტიურად წყვეტს მრავალფეროვან კოგნიტურ პრობლემებს შთამბეჭდავი უნარით და რადგან მისი SI მექანიზმები ხელმისაწვდომია დეტალური დაკვირვებისა და ექსპერიმენტული ანალიზისთვის. ეკოკკლუბ ,,ბენეფიტები“-ს წევრის ნუცა ბალაშვილის ინიციატივით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)-ს მიერ შემოთავაზებული პროექტის - ,,ფუტკარი, როგორც სიცოცხლის წყარო“ მომზადდა პრეზენტაცია თემაზე: ,, ფუტკრის კოლექტიური იტელექტი“. პრეზენტაციაში, ყურადღება გაამახვილეს იმაზე თუ რამდენად მძლავრია ფუტკრების კოლექტიური აზროვნება და ურთიერთშეთანხმებულობა და თუ რაოდენ სასარგებლოა ამგვარი ერთსულოვნება მათი მატერიალური თუ გონებრივი განვითარებისათვის. იხ. პრეზენტაციის ვიდეო ბმული.

2. საკითხი - ,,ფუტკრის დაავადებები“

ფუტკრის დაავადებათა კლასიფიკაცია დაყოფილია ეთიოლოგიის, ანუ გამომწვევი მიზეზის მიხედვით გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებად. საქართველოში გავრცელებული ძირითადი გადამდები დაავადებები თავის მხრივ იყოფა ინფექციურ და ინვაზიურ დაავადებებად. ინფექციური დაავადებების გამომწვევები არიან ორგანიზმები - ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები. ინვაზიური დაავედებების გამომწვევები არიან ცხოველური ორგანიზმები. მათ მიეკუთვნებიან პროტოზოოზები. (უმარტივესნი), არახნოზები (ტკიპები), ჰელმინთოზები (ჭიები) და ენტომოზები (პარაზიტული მწერები). არაგადამდები ჯგუფის დაავადებები გამოწვეულია ფუტკრის არასწორი მოვლა-შენახვით და არასრულფასოვანი/უხარისხო გამოკვებით. ეკოკკლუბ ,,ბენეფიტები“-ს წევრის ლიზი ბერუაშვილის  ინიციატივით გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)-ს მიერ შემოთავაზებული პროექტის - ,,ფუტკარი, როგორც სიცოცხლის წყარო“ მომზადდა პრეზენტაცია თემაზე: ,,ფუტკრის დაავადებები“. პრეზენტაციაში წარმოდგენილი და აღწერილია საქართველოში ყველაზე გავრცელებული ფუტკრის დაავადებები, მათი მოვლისა და მკურნალობის მეთოდები. იხ. პრეზენტაციის ვიდეო ბმული.

3. საკითხი - ,,სკაში დედა ფუტკარი“

მეთაფლია ფუტკრის კოლონია ჩვეულებრივ შედგება სამი სახეობის ზრდასრული ფუტკრისგან: მუშები, მამლები და დედა. დედა ფუტკარირა თქმა უნდაყველაფრის მამოძრავებელი ღერძიარაც ჯანმრთელ სკაში ხდება.  ის, სასიცოცხლო როლს თამაშობს ფუტკრის კოლონიაში, თუმცა ზუსტად რას აკეთებს? ამ საკითხებთან დაკავშირებით ეკოკლუბ ,,ბენეფიტების“ წევრის, გიგი პატარაშვილის მიერ  გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)-ს მიერ შემოთავაზებული პროექტის - ,,ფუტკარი, როგორც სიცოცხლის წყარო“ მომზადდა პრეზენტაცია თემაზე: ,,სკაში დედა ფუტკარი“. იხ. პრეზენტაციის ვიდეო ბმული