გალაკტიონ ტაბიძის სახელობის რუსთავის N5 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ,, ბუნება ჩვენი სახეა" და სკოლის თვითმმართველობა ჩართულია პროექტში ,,ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან". სკოლის ეკოკლუბმა მიიღო მონაწილეობა შეხვედრაში "შეხვედრები ბარიერების გარეშე". შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა გამოცდილების გაზიარება. ასევე ისეთ ღირებულებებზე საუბარი, როგორიცაა თავისუფალ, თანასწორ გარემოში ცხოვრება.
ეკოკლუბის წევრებმა და მათმა კურატორებმა ისაუბრეს მათ მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. მათი გადმოცემით, პროექტის პირველ ეტაპზე მოხდა, პროექტის განხორციელებისთვის ინდივიდუალური სამუშაო გეგმის შეიმუშავება, მოსწავლეთა მშობლებისთვის სამუშაო თემების გაცნობა, მიზეზების დადგენა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი პროექტში მონაწილეობა.
პროექტის შემდეგ ეტაპზე კურატორებმა მოსწავლეებს გააცნეს ბავშვთა უფლებათა კონვენცია. შემდგომ კი გეგმის მიხედვით სხვადასხვა აქტივობები ერთად შეასრულეს. ისაუბრეს დემოკრატიაზე, პატივისცემის, ანგარიშის გაწევის, თანაგრძნობის, ტოლერანტობის, მრავალფეროვნების, დისკრიმინაციის და თანასწორი მოპყრობის შესახებ. პროექტის ეტაპების შესრულების შემდგომ კი საკუთარი ინიციატივით რამდენიმე კეთილი საქმის გაკეთებასაც შეუდგნენ: ქალაქის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებს ყავითა და ტკბილეულით გამასპინძლდნენ, იყვნენ პოლიმერის ქარხანაში, სადაც ჩააბარეს პლასტმასის ბოთლები, რომლებიც ნერგებში გადაცვალეს და ეს ნერგები სკოლის ეზოში დარგეს.
ეკოკლუბელებმა ასევე ასევე იზრუნეს მიუსაფარი ძაღლების გამოკვებაზე.