გორის #8 საჯარო სკოლის ეკოკლუბ “ეკოგმირების“ინიციატივით მოეწყო დედამიწის დღისადმი მიძღვნილი სასკოლო ღონისძიება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა იყო ეკო თოჯინების სპექტაკლი, რომლის ნაკრებიც შეიძინეს ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებისგან. ეს მათი მხრიდან იყო მხარდაჭერა ახალბედა მეწარმეებისთვის და ასევე მათი მოსწავლეებისთვის იდეის მიწოდება, რომ მათაც შეუძლიათ დაამზადონ მსგავსი ტიპის თოჯინები ნარჩენებისგან.
ეკოკლუბის წევრებმა და მათმა ხელმძღვანელმა მე-4 კლასელების მონაწილეობით დადგეს სპექტაკლი “უხილავი საგანძური” სადაც მოსწავლეებს უნდა გაეთამაშებინათ ერთ ჩვეულებრივ სამეზობლოში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემები, ისეთი როგორიცაა მანქანის გამონაბოლქვი, იქვე ახლოს მდებარე ქარხანა ასევე მრავალი, ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერების გამომრფქვეველი და გადაჭრის გზა, რა შეიძლება გაკეთდეს ამ დროს რიგითი ადამიანების მხრიდან.
სპექტაკლს ესწრებოდნენ მშობლები და თემის სხვა წარმომადგენლები. აღნიშნული აქტივობა განხორციელდა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში.