სტუმრად ქუთაისის საკომპოსტე ცენტრში

სასკოლო პროექტის ,,შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება" - ფარგლებში ქუთაისის N1 სკოლის ეკოკლუბ ,,კარპედიემის" წევრები და 8/3 კლასის მოსწავლეები ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპი ,,სპეციალური სერვისები" და ქუთაისის საკომპოსტე ცენტრს სტუმრობდნენ. ამავე სამსახურის ტრანსპორტით გადატანილ იქნა სკოლის მოსწავლეთა მიერ შეგროვებული პლასტმასის ბოთლები. მოსწავლეები ადგილზე დაესწრნენ პლასტმასის ნარჩენების დაპრესვის პროცესს. 

ქუთაისის საკომპოსტე ცენტრის თანამშრომელმა ნატო ბურჯალიანმა მოსწავლეებს გააცნო კომპოსტის დამზადების ეტაპები, თუ როგორ ხდება დაქუცმაცება, დაჰაერება და მორწყვა. ისაუბრა აგრეთვე კომპოსტის მნიშვნელობაზე, მის დადებით მხარეებზე. რომ კომპოსტი შეიცავს ყველა იმ აუცილებელ ელემენტს, რაც მცენარეს ზრდა განვითარებისათვის სჭირდება. და ეს პროცესი ანალოგიურია ბუნებაში ნეშომპალას წარმოქმნისა.

ვიზიტის დასასრულს გაიმართა მცირე დისკუსია ნარჩენების სეპარირების მნიშვნელობაზე.