ევროპასთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დღის წესრიგით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი ვალდებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში იმპლემენტაციისა და ევროკაშირის ნორმებთან და სტანდარტებთან ჰარმონიზების პროცესი უმნიშვნელოვანესია.
გაიზრდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი; დაინერგება პროცედურა, რომელიც ადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ან სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას; დაინერგება ეფექტიანი პროცედურები საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობისათვის; სწორი დაგეგმარების ხელშეწყობისათვის დაინერგება სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურა, რაც შეამცირებს ცალკეული პროექტებისთის ხელისშემშლელი გარემოებების წარმოქმნის რისკს; გარემოსდაცვით საკითხებზე ქვეყნებს შორის კონფლიქტის თავიდან აცილებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით დაინერგება გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურები.
ნახეთ ვიდეოკლიპი ამასთან დაკავშირებით:
https://www.youtube.com/watch?v=ZzikysAlQf0