დარგე ხე მუზეუმში

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის  და სოციალურ ქსელში გავრცელებული  აქციის „დარგე ხე მუზეუმში“ - ფარგლებში, ვაჟა -ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N 9  საჯარო სკოლის ეკო-კლუბ „მეტამორფოზას“ რეინჯერები  ეწვივნენ  გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმს  და მუზეუმის თანამშრომლებს საჩუქრად გადასცეს მათ მიერ ნახარები პალმის, ლიმნის, ცისფერი ნაძვის და მუხის ნერგები.

მუზეუმის თანამშრომლებმა პატარა რეინჯერებს საკუთარი ხელით დაარგვევინეს მუზეუმის ეზოში შესაფერის ადგილას მუხის და ცისფერი ნაძვის ნერგები და უფროსებისგან ქებაც დაიმსახურეს.  

გორის N9 სკოლის ეკოკლუბელები სამომავლოდაც  ფიქრობენ უფრო მეტი ხის ნერგის დარგას, რათა უფრო ლამაზი და ჯანმრთელი იყოს დედამიწა.