წინასაახალწლოდ ნაძვის მოჭრაზე რეგულაციები გამკაცრდება. ამის შესახებ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმანეტში განაცხადეს.
როგორც დეპარტამენტში აღნიშნავენ, ნაძვის მოჭრის დროს გარემოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით ჯარიმას სასამართლო აწესებს.
”ჩვენ ნაძვის მოჭრის შემთხვევაში ვადგენთ ოქმს, რომელსაც წარვუდგენთ სასამართლოს და შემდეგ უკვე იქ ხდება ჯარიმის ოდენობის დადგენა”, – აღნიშნეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმანეტში.
რაც შეეხება ნებართვის გაცემას ნაძვის მოჭრაზე. უწყების ცნობით, ტყის ტერიტორიაზე ნაძვის ჭრა სასტიკად აკრძალულია და ნებართვის გაცემა არ ხორციელდება, ხოლო კერძო საკუთრებაში არსებული ნაძვების მოჭრის ნებართვის მისაღებად პირმა უნდა მიმართოს ადგილობრივ ხელისუფლებას.
„თუ პირს საკუთარ ეზოში უდგას ნაძვი და მისი მოჭრა სურს, უნდა მიმართოს ადგილობრივ ხელისუფლებას. იქ მიიღებს ადგილწარმოშობის ცნობას, რითაც დაადასტურებს, რომ ნაძვი ნამდვილად მის ეზოში მოიჭრა. ეს პროცედურა უფასოა და ნაძვის მესაკუთრეს თანხის გადახდა არ უწევს ”,- აღნიშნეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტმანეტში.