ისე მოხდა, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ორი სკოლიდან - მესტიის სოფელ წვირმის სკოლიდან და სენაკის სკოლა-გიმნაზიიდან ერთ დღეს ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე გამოგვიგზავნეს ერთი სათაურისა და შინაარსის (ერთი დღე ხორცის გარეშე) მეტად საინტერესი აქტივობა, რომელიც ხორცის მოხმარების შეზღუდვას და ჯანსაღი კვების პროპაგანდას ეხებოდა.
მომზადება-დეგუსტაციაში მონაწილეობა მიიღეს მოსწავლეებმა, მშობლებმა და ეკოკლუბის წევრებმა. საკვები მთლიანად უნდა ყოფილიყო ბოსტნეულისგან დამზადებული და ასევე, ხილის ასორტი. ის თუ როგორ წარადგენდნენ მომზადებულ საკვებს, მათ კრეატივზე იყო დამოკიდებული. ვიზუალური მხარე შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმი იყო.
სენაკის სკოლა-გიმნაზიაში მზა პროდუქციის სანახავად კლასში მოიწვიეს სკოლის დირექტორი, სხვა პედაგოგები და ეკოკლუბის ხელმძღვანელი.