ეკოაქტივისტების საინფორმაციო კამპანია მდინარე სურამულას სანაპიროზე

დიმიტრი ყიფიანის სახელობის სოფელ ქვიშხეთის საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ეკოთაობის" და ხაშურის N7 საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ეკოაქტივისტების" ერთობლივი ინიციატივით ქალაქ ხაშურში მდინარე სურამულის სანაპიროზე საინფორმაციო კამპანია მოეწყო. მათი მიზანი დაბინძურებული მდინარის მიმართ საზოგადოების მხრიდან ყურადღების გამახვილება იყო.

იმის გამო, რომ მდინარის კალაპოტი სავსეა საყოფაცხოვრებო  ნარჩენებით, ეკოკლუბელებმა პლასტმასის და ცელოფნის პარკებისგან დამზადებული ნივთებით გამოხატეს საკუთარი პროტესტი და დამოკიდებულება აღნიშნული პრობლემის მიმართ. მდინარის ხიდზე პლაკატებით და მოწოდებებით გამოვიდნენ და გამვლელ-გამომვლელს ესაუბრებოდნენ დანაგვიანებით გამოწვეულ პრობლემებზე, ასევე იმ საინტერვენციო ღონისძიებებზე რამაც შეიძლება შეამციროს ნარჩენების რაოდენობა მდინარის სანაპიროზე.

ეკოკლუბელებმა ასევე საზოგადოებას წყალში მცხოვრები ორგანიზმების განადგურების საფრთხეებიც შეახსენეს.

უნდა აღინიშნოს რომ მდინარე სურამულა შიდა ქართლის ერთერთ ყველაზე დიდ მდინარეს - მტკვარს უერთდება, შესაბამისად ნარჩენები მასში ჩაედინება, რაც უდიდეს პრობლემას უქმნის მდინარის ეკოსისტემას.