"კლიმატის ელჩების" სტუმრობა დაბა ნარუჯას სკოლაში

17 მარტს, გურიაში, დაბა ნარუჯის საჯარო სკოლას ოზურგეთელი მოსწავლეები და ,,კლიმატის ელჩები" - ელენე ფასიეშვილი და ლალო ცეცხლაძე ეწვივნენ, რომლებიც "მწვანე ბანაკის" მონაწილეებიც არიან. სტუმრებს  მასპინძლობა ეკოკლუბ ,,მწვანე მომავლის’’ წევრებმა გაუწიიეს. შეხვედრის ძირითადი მიზანი მომავალი თაობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვა იყო.

ეკოკლუბის წევრებმა სტუმრები "ეკოჰაბის" ოთახში მიიწვიეს. ,,კლიმატის ელჩები" მოსწავლეებს ესაუბრნენ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე როგორიცაა გარემოს დაბინძურება, რომელიც კლიმატის მნიშვნელოვან ცვლილებას იწვევს. შემდეგ კი სტუმრებმა ღია სივრცეში გადაინაცვლეს, სადაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან როლური თამაშობები განახორციელეს.

,

ნარუჯას სკოლის მოსწავლეები ხალისით და ინტერესით ჩაერთვნენ თამაშობებში. ბევრი იმხიარულეს და კმაყოფილებიც დარჩნენ.  სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს მასპინძლებს გულთბილი დახვედრისათვის და  მომავალ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს  კლიმატის ცვლილების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და მდგრადი განვითარების მიზნების გაცნობას.