შპს კანდიდის“საშუალო სკოლაში არსებული ეკოკლუბი "კირკე" აქტიურად აგრძელებს ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფარგლებში, დაწყებული პროექტის - "ვისწავლოთ ნარჩენების მართვა" შემდგომი ეტაპების დაგეგმვას. რომლის მიზანია მდგრადი განვითარების მე-11 და მე-12 მიზნების განხორციელება. ნარჩენების მართვასა და დახარისხებასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდათ უამრავი კითხვა მაკულატურის მოგროვებასა და ჩაბარების დეტალებთან დაკავშირებით. სასკოლო საზოგადოების დიდმა ნაწილმა გამოხატა მზადყოფნა, აქტიური მონაწილეობა მიეღოთ მოხმარებული ქაღალდების (მაკულატურის) მოგროვებისა და მის გადასამუშავებლად შესაბამის დაწესებულებაში ჩაბარების პროცესში.
ამის შემდეგ, ეკოკლუბელებმა დაგეგმეს პროექტის მესამე ეტაპი. ეკოკლუბ "კირკეს“ წევრებმა დაამზადეს "მწვანე ყუთები" და განათავსეს საკლასო ოთახებში. გარდა ამისა მოსწავლეებმა საკუთარი სურვილით, სახლიდან მიიტანეს მაკულატურა.
მოგროვებული მაკულატურა ნარჩენების გადამუშავების დღესთან დაკავშირებით, ჩააბარეს ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანიაში, მისი რეციკლირების მიზნით.