სოფელ კურდღელაურის სკოლის ეკოკლუბლები სკოლის ეზოში კომპოსტს ამზადებენ

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელის, ნანა ფარადაშვილისა და ,,მწვანე ლაბორატორიის“ წევრების ინიციატივით, ბავშვებმა კურდღელაურის სკოლაში დაიწყეს კომპოსტის გაკეთება, რომლის საბოლოო დამზადებას ხანგრძლივი პერიოდი(1-2) წელი სჭირდება.

ეკოკლუბელებმა გადაწყვიტეს გაეკეთებინათ კომპოსტის კიდევ ერთი ვარიანტი, რომელიც 6 თვეში უკვე მზად იქნება გამოსაყენებლად. ამჯერად კომპოსტი დაამზადეს პლასტმასის ყუთში. თავდაპირველად ბავშვებს დაევალათ ნარჩენები სახლიდან მოეტანათ, რის შედეგადაც საკომპოსტე მასალის დიდი რაოდენობა მოგროვდა. აღსანიშნავია ისიც, რომ აქტივობის განხორციელებაში მონაწილეობა მთელი სკოლის ბავშვებმა მიიღეს.

ბავშვებმა პლასტმასის ყუთში პირველ ფენაზე  მოათავსეს ფოთლები, შემდეგ დაამატეს ორგანული ნარჩენები (ბანანის ქერქები, კარტოფილის, სტაფილოს, ვაშლისა და კიდევ სხვა ბოსტნეულისა და ხილის ნაფცქვენები), შემდეგ ფენას მოაყარეს მიწა, ნაცარი და ფოთლები. ასევე დაასხეს წყალი, რათა ტენიანობა შენარჩულებულიყო. ბოლოს კი გადააფარეს ზემოდან, რაც ტემპერატრურის შენარჩუნებაში შეუწყობს ხელს.