ბულაჩაურის გაზიფიცირება თითქმის გადაწყვეტილია

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურის პრობლემები კარგა ხანია რაც CENN-ის თვალთახედვის არეში მოხვდა და ამ საკიტხზე შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმაც უკვე სრულმასშტაბიანად დაიწყო ფუნქციონირება. 15 დეკემბერს, ბულაჩაურის "მწვანე ცენტრში", CENN–ის ინიციატივით, სოფელ ბულაჩაურის სიახლოვეს განვითარებული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისათვის შექმნილი ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბა. შეხვედრაში CENN–ის წამომადგენლების გარდა, მონაწილეობა მიიღეს: ეროვნული სატყეო სააგენტოს, განათლების სამინისტროს, მცხეთა–მთიანეთის მხარის გუბერნიის, კომპანია "სოკარის", სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა. აღნიშნული ორგანიზაციებისგან შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც სოფელ ბულაჩაურში განვითარებული ბუნებრივი კატასტროფების მართვის კომპლექსურ გეგმას ქმნის. იქიდან გამომდინარე, რომ სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეშით თბება, სამუშაო ჯგუფმა მთავარ პრიორიტეტად სოფლის სრული გაზიფიცირება დააყენა. ამისათვის ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პრიორიტეტების სიაში ბულაჩაურის შეტანის შესახებ. ჯგუფმა ამაზე იმუშავა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ბულაჩაურის სრული გაზიფიცირება შესაძლებელია. შეხვედრის დროს, როგორც კომპანია "სოკარის" წარმომადგენლებმა, ირაკლი გურგენიძემ, ასევე განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, თენგის გუდაძემ, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მოცემული პირობა და მზაობა იმისათვის, რომ სულ მალე, "სოკარ გაზისა" და განათლების სამინისტროს მიერ, ბულაჩაურის საჯარო სკოლის გაზიფიცირება მოხდება. შეხვედრის დასკვნიღ ნაწილში სოფელთან ახლოს მდებარე ამორტიზებული საძოვრების საკითხზეც ისაუბრეს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგებლის აზრით, ამ საკითხებს განსაკუთრებული და კომპლექსური მიდგომა სჭირდება. აღნიშნული სკოლის დირექტორმა, სოფიო ფრიდონაშვილმა კი იმედი გამოთქვა, რომ გაზიფიცირება მომავალი წლის გაზაფხულამდე მაინც მოხდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას აღიშნულ სოფელში ეს მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხი. შეხვედრაზე CENN–ის წამომადგენლებმა, რეზო გეთიაშვილმა და გიორგი იორამაშვილმა კიდევ ერთხელ დააყენეს ბულაჩაურის ტყეკაფის საკითხი და განაცხადეს, რომ აღნიშნულმა სოციალურმა ტყეკაფმა საფუძვლიანად დააზიანა სოფლის მიმდებარე ტყის მასივი. ამიტომ, მსგავსი საკითხების პრევენცია მომავალში მაინც აუცილებლად უნდა მოხდეს. განსხვავებული პოზიცია აქვს ადგილობრივი სატყეო სამსახურის წარმომადგენელს, კახა მწითიურს, რომელიც მიიჩნევს, რომ ბულაჩაურის გარშემო არსებული საშეშე მერქანი ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ დაახლოებით ათი წლის მანძილზე ეყოფა და ამაზე ზედმეტი სკანდალისა და ზედმეტი ხმაურის ატეხვა არ ღირს. მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე, კობა არაბულმა თავის სიტყვაში ბულაჩაურში და ზოგადა რეგიონში არსებულ სოციალურ ვითარებაზე ისაუბრა და ხელისუფლების მიერ ამ პრობლემების დასაძლევად განხორციელებული ნაბიჯებიც გააცნო დამსწრე საზოგადოებას. არაბულის თქმით, აღნიშული რეგიონის პრობლემებით არასამთავრობო ორგანიზაციები რატომღაც იმ მასშტაბით არ ინტერესდებიან, რაც სასურველია და CENN–ის ასეთი მონდომება და დაინტერესება მისი თქმით განსაკუთრებთ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. ბულაჩაურის პრობლემებზე მომუშავე აღნიშნული ჯგუფის წევრებმა შეხვედრა იმ იმედით დაასრულეს, რომ მომავალ წელს, პრობლემების ერი ნაწილი მაინც იქნება დაძლეული. მთავარი ალბათ მაინც ისაა, რომ პრობლემების მოგვარება დაწყებულია. დასაწყისი კი ბევრს ნიშნავს. 1 12339438_10204112422890232_6273555317068846945_o 12339465_10204112422370219_8804641657660360467_o 12362879_10204112422530223_6848490222869096036_o 12362976_10204112422770229_243980220648757608_o 12366076_10204112422050211_5234494552852305710_o 12374827_10204112422850231_5891314812439210478_o