მარნეულის მუნიციპალიტეტის რომან ზოიძის სახელობის შულავერის #1 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ "თემიდასა" და ეკოკლუბ "გამონათების" წევრები კვლავ აქტიურად აგრძელებენ როგორც გარემოსდაცვით საქმიანობებს, ისე სხვადასხვა თემებზე მუშაობას. კლუბის წევრებმა გადაწყვიტეს, დასვენების დღეები პრაქტიკული საქმიანობებისთვის გამოეყენებინათ და დაიწყეს პროექტი: "ჩემი სუფთა სოფელი".
14 მარტს კლუბის წევრები ხელმძღვანელთან ერთად ეწვივნენ სოფელ ახლომახმუდლოს. პირველყოვლისა ჩაიხანაში მოაწყეს პრეზენტაცია თემაზე: კლიმატის ცვლილებები, შედეგები. პრეზენტაციას ესწრებოდა დაახლოებით 20 ადამიანი, უმრავლესობა ბავშვები, რომელთაც თარჯიმნობას უწევდა სარია მამედოვა.
შემდეგ კლუბის წევრებმა ადგილობრივ თანატოლებთან ერთად დაასუფთავეს ხალხმრავალი ადგილები, ჩაიხანის წინ სარწყავი არხი, რომელიც სავსე იყო მყარი ნარჩენებით. ბოლოს ცენტრში გააკრეს ორენოვანი პლაკატი, რომლითაც მოუწოდეს, გაუფრთხილდნენ გარემოს.