ზემო აჭარაში, დაბა ხულოს საჯარო სკოლის ეკოკლუბ "ბუნების მეგობრების" ინიციატივით მოსწავლეებმა დაასუფთავეს მათი სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ბავშვებს ყოველდღიურად უწევთ სკოლის ეზოში გადაადგილება. სამწუხაროდ, ხულოს სკოლის გარემო აქამდე საკმაოდ დანაგვიანებული იყო.
ეკოკლუბელები შეეცადნენ სკოლიის მოსწავლეებისთვის აეხსნათ თუ რატომაა მნიშვნელოვანი სუფთა გარემოში ცხოვრება. დასუფთავებისას მოსწავლეებს ჰქონდათ საჭირო აღჭურვულობა. კერძოდ: პირბადეები, ხელთათმანები, ნაგვის ჩასაყრელი პარკები. ხსენებული რესურსები ეკოკლუბს მიაწოდა აჭარაში "წითელი ჯვრის" წარმომადგენლობამ.
ხულოელი ეკოკლუბელები იმედოვნებენ, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების ჩამოყალიბებას და კლუბის წევრებმა ამ პრაქტიკული აქტივობებით უფრო მეტად გაიაზრეს გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა.